ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 2 ოქტომბერს 11:00-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გლდანში - ხანძთელის, მიქატაძის, კანდელაკის, ტაბიძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ავჭალაში; 11:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ქვეშეთი, ზემო მლეთა, ნადიბაანი, მანასეული და მიმდებარე სოფლებში; 13:00-იდან 15:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - ზემო ლისი, ნაფეტვრები, დიდგორი, მუხათწყარო და მიმდებარე სოფლებში; 14:00-იდან 15:30 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში - მაგრანეთი, ორხევი, ვეძათხევა და მიმდებარე სოფლებში; 15:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტის სოფლებში - თხინვალა, ლისი, მსხალდიდი და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ოქტომბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.