გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია” ავრცელებს.
„ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 1 ოქტომბერს 10:35-იდან 18:30 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს სოფელ გლდანში გრიგოლ ხანძთელის, ყიფშიძის და მიმდებარე ქუჩებზე, აგრეთვე ავჭალაში; 12:00-იდან 13:30 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში დიდგორის, გურამიშვილის, ბარათაშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს დუშეთის მუნიციპალიტეტის სოფელ წითელსოფელში; 13:00-იდან 14:00 საათამდე აბონენტებს თიანეთის მუნიციპალიტეტის სოფლებში მაგრანეთი, ორხევი, დორეულები, ვეძათხეა და მიმდებარე სოფლებში. სარეაბილიტაციო სამუშაოების დასრულების თანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, - ნათქვამია ინფორმაციაში.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 30 სექტემბერი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.