არქივი26 დეკემბერი, 2024, 17:52
გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯიას” აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება
„ენერგო-პრო ჯორჯიას” ინფორმაციით, ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 27 დეკემბერს 11:00-დან 15:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს მცხეთაში ნარეკვავის, სააკაძის, ღართიკარის, აღმაშენებლის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:10-დან 18:40 საათამდე აბონენტებს ავჭალასა და მუხათგვერდში, აგრეთვე სოფელ გლდანში; 12:00-დან 14:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში ქსანი, ძეგვი და მიმდებარე სოფლებში.
სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 26 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.