გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, „ენერგო-პრო ჯორჯია“-ს აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება. ამის შესახებ ინფორმაციას „ენერგო-პრო ჯორჯია“ ავრცელებს.
როგორც გავრცელებულ ინფორმაციაშია ნათქვამი, ელექტროენერგიის შეზღუდვა თბილისის რაიონებს, სოფელ დიღომსა და მცხეთისა და თიანეთის რაიონის სოფლებს შეეხება.
“ქსელის გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 24 დეკემბერს 11:00-იდან 17:00 საათამდე ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება აბონენტებს თიანეთის რაიონის სოფლებში ღულელები, საყდრიონი, ხევსურთსოფელი, თოლენჯი, ტოლაანთსოფელი და მიმდებარე სოფლებში; 11:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს სოფელ დიღომში ჩალიპირებში, ლევან რჩეულიშვილის, ვახტანგ ცინცაძის, გიორგი ნანეიშვილის და მიმდებარე ქუჩებზე; 11:00-იდან 18:00 საათამდე აბონენტებს მცხეთის რაიონის სოფლებში სელექცია, მუხრანი, ნიჩბისი, ახალუბანი, მისაქციელი, ქსანი და მიმდებარე სოფლებში; 12:00-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს სიონში; 12:30-იდან 16:00 საათამდე აბონენტებს თბილისის მუნიციპალიტეტში თხინვალაში, ლისზე და მიმდებარე ტერიტორიაზე. სამუშაოების დასრულებისთანავე, ელექტროენერგიის მიწოდება აღდგება ჩვეულ რეჟიმში”, – ნათქვამია ინფორმაციაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ეკა გიგაური: დღეს კობახიძემ რომ მოინდომოს, შესაძლოა, ბიძინაც კი მოიცილოს და „ქართულ ოცნებაში“ მისთვის წინააღმდეგობის გაწევა ვერავინ გაბედოს. ამიტომ გარკვეული დროის შემდეგ კობახიძის მოცილება სრულიად ლოგიკური ნაბიჯი იქნება, თუ მან თავად არ დაასწრო