გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 და 23 დეკემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება

გეგმური სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 და 23 დეკემბერს, „ენერგო-პრო ჯორჯიას“ ქსელში არსებული აბონენტების ნაწილს ელექტროენერგიის მიწოდება შეეზღუდება.
კომპანიის ცნობით, გამანაწილებელ ქსელში დაგეგმილი სარეაბილიტაციო სამუშაოების გამო, 21 დეკემბერს, 13:00 საათიდან 17:00 საათამდე ელექტროენერგია დროებით გაითიშება ქ. მცხეთაში: არსუკიძის, სანაპიროს, ანტიოქიის, გამსახურდიას, მამულაშვილის, კანდელაკის, ერეკლე II, სამხედროს ქუჩებზე.
21 დეკემბერს, 14:00 საათიდან 16:00 საათამდე დენის მიწოდება დროებით შეეზღუდებათ აბონენტებს სოფელ დიღომში: შერმადინის, თინათინის, ავთანდილის ქუჩებზე, ქედის ბოლოზე.
23 დეკემბერს 12:00 საათიდან 14:00 საათამდე ენერგია გაითიშება მცხეთის რაიონის სოფლებში: წეროვანი, ნატახტარი, ჩარდახი, გოროვანი, ზემო წეროვანი, სხალტბა, მისაქციელი, მუხრანი, კვლევითი ინსტიტუტის დასახლებაში.
მათივე განმარტებით, ტექნიკური სამუშაოების დასრულებისთანავე ელექტროენერგიის მიწოდება ჩვეულ რეჟიმში აღდგება.

ასევე დაგაინტერესებთ

გიორგი ტიგინაშვილი: კათოლიკოს-პატრიარქმა შიომ იქადაგა და სოხუმის დაცემის დღეც გაიხსენა… არცერთი სიტყვით არ უხსენებია არსად რუსეთი, თითქოს ის ეთნოწმენდა და გენოციდი კრემლის მხრიდან არ ყოფილიყოს ორგანიზებული, თითქოს რუსეთს არ ეღიარებინოს ეს მიწები “სუვერენულ სახელმწიფოებად”