გახარია: „ოცნების“ მედიაზე წვდომა რომ მქონდეს, მათი ამომრჩევლების ნახევარი ჩვენი მომხრე გახდება

„ქართული ოცნების“ ყოფილი პრემიერ-მინისტრი გიორგი გახარია, რომელმაც მთავრობის დატოვების შემდეგ პარტია „საქართველოსთვის“ დააფუძნა, აცხადებს, რომ პროსახელისუფლებო მედიაზე წვდომა რომ ჰქონდეს, მმართველი პარტიის ამომრჩევლების 50%-ს გადაიბირებდა.
გიორგი გახარიას თქმით, „რუსთავი 2-ზე“ „იმედზე“ და სხვა პროსახელისუფლებო მედიასაშუალებებში ენმ და მისი წევრები პოზიტიურად შუქდებიან, პარტია „საქართველოსთვის“ წარმომადგენლები კი ეთერში საერთოდ ვერ ხვდებიან:
„ოცნება და ეს ოცნების პარტიული დღევანდელი ბოსები „ნაციონალურ მოძრაობას“ კი არ ებრძვიან, ჩვენ გვებრძვიან. მაგალითად, მათ ტელევიზიებს და მედიას უყუროთ, ნახავთ, რომ მათ მიერ კონტროლირებად მედიაში — „იმედზე“, „რუსთავი 2-ზე“ და ა.შ. ძალიან პოზიტიურად აშუქებენ „ნაციონალური მოძრაობას“ და მათ წარმომადგენლებს.
ჩვენ საერთოდ არც გვიშვებენ ეთერში. რატომ? იმიტომ, რომ იციან, მე რომ მქონდეს წვდომა „ონების“ დღევანდელ მხარდამჭერებზე და იმ ხალხზე, ვინც მათ ხმას აძლევს, 2 თვე დამჭირდება და ნახევარი გახდება ჩვენი მომხრე. უბრალოდ იმიტომ, რომ სიმართლე აქ არის,“ — ამბობს გიორგი გახარია.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: ლელომ ვიწყებთ კამპანიას გავაგებინოთ მაკასო, ბოჭორიშვილსო, ხოდა, თუ დიქტატურაა, რა მნიშვნელობა აქვს რას გაიგებს მაკა ბოჭორიშვილი? ბიძინა არ წყვეტს და მაკას გაგებაზეა რამე დაკიდებული?

კახაბერ მჟავანაძე: მყავს მეუღლე და 2 შვილი. ორივე წარჩინებული სტუდენტია. მეუღლე, ზუსტად ჩემი დაჭერის შემდეგ, დიალიზზეა დამოკიდებული… ბევრი პრობლემა მაქვს, მაგრამ მაინც ვერ ვიტყვი ტყუილს, რაც ათქმევინეთ სხვებს