ირაკლი კობახიძე – „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან არცერთ ღონისძიებაზე მისვლას არ ვაპირებთ – „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები მივლენ, მათი ადგილია იქ და არა ჩვენი

ჩვენ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან არცერთ ღონისძიებაზე მისვლას არ ვაპირებთ, „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები მივლენ, მათი ადგილია იქ და არა – ჩვენი, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ თავმჯდომარემ ირაკლი კობახიძემ განაცხადა.
როგორც ის განმარტავს, ორბელიანების სასახლეში პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის ინიციატივით დაგეგმილ ღონისძიებას არ შეუერთდება, ვინაიდან „ზურაბიშვილი „ნაციონალური მოძრაობის“ პრეზიდენტია“.
„მოწვევა მივიღე, თუმცა, არც მე არ ვაპირებ, ისევე როგორც გუნდის სხვა წევრები არ აპირებენ ბუნებრივია, ამ ღონისძიებაში მონაწილეობას. სალომე ზურაბიშვილი გახდა „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, თქვენ იცით, რომ მას აღარ ენდობა საპარლამენტო უმრავლესობა, პარლამენტში 80-ზე მეტმა დეპუტატმა დაუჭირა მის იმპიჩმენტს მხარი, ერთადერთი, „ნაცმოძრაობის“ ხმებით რჩება ის საქართველოს პრეზიდენტი, შესაბამისად, ის სინამდვილეში არის არა საქართველოს პრეზიდენტი, არამედ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტი, რა თქმა უნდა, ჩვენ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან არ ვაპირებთ არც ერთ ღონისძიებაზე მისვლას, „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან კოლექტიური „ნაცმოძრაობის“ წარმომადგენლები მივლენ, მათი ადგილია იქ და არა – ჩვენი.
ყველამ იცის ყველაფერი, მათ შორის, ელჩებმაც იციან, რომ სალომე ზურაბიშვილი მთელი ამ პერიოდის განმავლობაში ახორციელებდა კანდიდატის სტატუსის მიღების პროცესის საბოტაჟს. აქედან გამომდინარე, ყველასთვის ცხადია, ის თუ რატომ არ მიდის მმართველი გუნდი „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტთან მიღებაზე. ელჩებს აქვთ საკუთარი ეტიკეტი, რა თქმა უნდა, ჩვენ გვესმის ამ ყველაფრის, ისინი ვალდებული არიან მივიდნენ სახელმწიფოს მეთაურთან, რადგან ფორმალურად მაინც სალომე ზურაბიშვილი არის სახელმწიფოს მეთაური, მაგრამ ჩვენ გვაქვს იმის პოლიტიკური ფუფუნება, რომ პოლიტიკური მიზანშეწონილებიდან გამომდინარე არ ვეწვიოთ „ნაცმოძრაობის“ პრეზიდენტს“, – აცხადებს კობახიძე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ