ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გაფრთხილება მძღოლებს – რა მიმართულებით აიკრძალა გადაადგილება

გაფრთხილება მძღოლებს – რა მიმართულებით აიკრძალა გადაადგილება

საერთაშორისო მნიშვნელობის სენაკი-ფოთი(ასაქცევი)-სარფის საავტომობილო გზის 92-ე კმ-ზე არსებულ საავტომობილო გვირაბში გეგმიური პროფილაქტიკური სამუშაოების ჩატარების მიზნით, 2025 წლის 16 და 17 ივნისს გვირაბის ქობულეთი-ბათუმის მიმართულებაზე, ხოლო 18 და 19 ივნისს გვირაბის ბათუმი-ქობულეთის მიმართულებაზე, ყოველდღიურად 10:00სთ-დან 19:00სთ-მდე ავტოტრანსპორტის მოძრაობა განხორციელდება ნაწილობრივ შეზღუდვით – ერთი სამოძრაო ზოლის გამოყენებით.
ინფორმაციას საქართველოს ინფრასტრუქტურის სამინისტროს საავტომობილო გზების დეპარტამენტი ავრცელებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.