ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

(ვიდეო) – ირანის პასუხი და ისრაელის გაფრთხილება – რას დაბომბავს ისრაელი, თუკი ირანი მის სამოქალაქო ინსფრასტრუქტურას შეუტევს? – გიორგი კობერიძე

(ვიდეო) – ირანის პასუხი და ისრაელის გაფრთხილება – რას დაბომბავს ისრაელი, თუკი ირანი მის სამოქალაქო ინსფრასტრუქტურას შეუტევს? – გიორგი კობერიძე

ირანმა დაიწყო ისრაელის მიმართულებით საპასუხო სარაკეტო შეტევა. ისრაელში განგაშია გამოცხადებული. რამდენიმე ადგილას აფეთქების ხმა ისმის. მათ შორისაა თელ-ავივიც (ვიდეო). ისრაელის მხრიდან გაფრთხილებაა, რომ თუკი ისრაელის სამოქალაქო ინფრასტრუქტურა დაიბომბება ირანის ეკონომიკური ცენტრები იქნება შემდეგი სამიზნეო.
მანამდე იემენიდან გაშვებული ბალისტიკური რაკეტა დასავლეთ ნაპირზე ჩამოვარდა, პალესტინელებით დასახლებულ ზონაში. ახლა ირანის მიერ გაშვებული რაკეტების სამიზნე რა იქნება რთული სათქმელია, თუმცა მოსაღამოვებულს ისრაელის მხრიდან თეირანზე რამდენიმე შეტევა კიდევ განხორციელდა, მათ შორის მაღალჩინოსნების რეზიდენციებზე. ეს იყო ერთგვარი გაფრთხილება.
როგორც არაერთხელ აღვნიშნე და გავიმეორებ, ბალისტიკური რაკეტების განეიტრალება ძალიან რთული ამოცანაა, რადგან ის ატმოსფეროდან მოწყვეტით ვარდება, რამდენიმე თავაკის გამოყენებით.

არქივის შესახებპირველწყარო: www.alia.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 ივნისი, 2025. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.