ისრაელის თავდაცვის ძალები – ირანმა ისრაელის მიმართულებით რაკეტები გაუშვა

ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებით, ისრაელის რამდენიმე რაიონში სირენები გაისმა მას შემდეგ, რაც ირანიდან ქვეყნის მიმართულებით გაშვებული რაკეტები დააფიქსირეს.
“საჰაერო ძალები მოქმედებენ მოსაგერიებლად და, საჭიროების შემთხვევაში, დარტყმების განსახორციელებლად, საფრთხის აღმოფხვრის მიზნით“, – აღნიშნულია ისრაელის თავდაცვის ძალების განცხადებაში.
მათი ცნობით, ისრაელის შიდა ფრონტის სარდლობამ მთელი ქვეყნის მასშტაბით მოსახლეობას მოუწოდა, დაცულ სივრცეებთან ახლოს დარჩნენ.
„საზოგადოებრივ ადგილებში გადაადგილება მინიმუმამდე უნდა იყოს დაყვანილი და თავიდან უნდა იქნას აცილებული საზოგადოებრივი შეკრებები. განგაშის მიღებისთანავე შედით დაცულ სივრცეში და დარჩით იქ ოფიციალური განახლებული ინფორმაციის მიღებამდე“, – ნათქვამია ისრაელის თავდაცვის ძალები განცხადებაში.

ასევე დაგაინტერესებთ

ზურაბ გურული: უმორჩილესად ვთხოვოთ პატრიარქს, რომ იშუამდგომლოს მთავრობასთან, რათა გამოყენებული იქნეს მათი კარგი მეგობარის და პროტეჟეს, უნგრეთის ყოფილი პრემიერის – ვიქტორ ორბანის ინიციატივები შობადობის გასაზრდელად

ნუგზარ სულაშვილი: როდესაც გამოიყენება ფორმულირება – „ოჯახი განწირულია ბოლომდე“ – ეს უკვე არა მხოლოდ თეოლოგიური, არამედ ძლიერი ფსიქოლოგიური და სოციალური ზემოქმედების მქონე გზავნილია