ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

განათლების სამინისტრომ გრუნის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, მარიამ ლაშხი, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა

საქართველოს განათლებისა და მეცნიერების სამინისტრომ მეცნიერ ქალთა და გოგონათა საერთაშორისო დღესთან დაკავშირებით გრუნის აფილირებული ასისტენტ-პროფესორი, მარიამ ლაშხი, მეცნიერების განვითარებაში შეტანილი წვლილისთვის დააჯილდოვა. ინფორმაციას გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტი ავრცელებს.
მათივე ცნობით, მარიამ ლაშხი რამდენიმე ათეული სამეცნიერო პუბლიკაციის ავტორია, მისი სამეცნიერო ნაშრომები გამოქვეყნებულია SCOPUS-ის და ELSEVIER-ის წამყვან სამეცნიერო ბაზებში განთავსებულ ჟურნალებში, მათ შორის, ერთი - მონოგრაფიის სახით.
„სხვადასხვა დროს მარიამი მონაწილეობდა არაერთ ადგილობრივ და საერთაშორისო პროექტში როგორც ექსპერტი, კონსულტანტი და კოორდინატორი, მათ შორის, ისეთი ორგანიზაციების პროექტებში, როგორებიცაა: World Economic Forum (შვეიცარია), USAID (აშშ), Carnegie Endowment for International Peace (აშშ), შოთა რუსთაველის ეროვნული სამეცნიერო ფონდი და სხვა. ამჟამად მარიამი არის დოქტორანტი და აკადემიურ/სამეცნიერო საქმიანობის გარდა მუშაობს საერთაშორისო კომპანია PricewaterhouseCoopers-ში (PWC). გრუნი ულოცავს მარიამს ამ აღიარებას“, -აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 13 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.