ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ელისო ბოლქვაძე ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის წევრებს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის კულტურის კომიტეტის თავმჯდომარე ელისო ბოლქვაძე და კომიტეტის წევრები ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის (საეიმას) განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს აგიტე ზარინა სტურეს და კომიტეტის წევრებს შეხვდნენ. ამის შესახებ ინფორმაციას პარლამენტის პრესსამსახური ავრცელებს.
შეხვედრაზე ყურადღება გამახვილდა სახელოვნებო განათლების რეფორმაზე და ამ მიმართულებით კომიტეტების თანამშრომლობაზე.
„ლატვიის სახელოვნებო განათლების მოდელი ძალიან წარმატებულია და საქართველოს პარლამენტი სახელოვნებო განათლების რეფორმის გატარებისას მას აუცილებლად გაითვალისწინებს", - განაცხადა ელისო ბოლქვაძემ.
შეხვედრას ასევე ესწრებოდა ლატვიის რესპუბლიკის საგანგებო და სრულუფლებიანი ელჩი საქართველოში ედიტე მედნე.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.