ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

შალვა პაპუაშვილი ლატვიის პარლამენტის განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარეს შეხვდა

საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე, შალვა პაპუაშვილი ლატვიის რესპუბლიკის პარლამენტის - საეიმას განათლების, კულტურისა და მეცნიერების კომიტეტის თავმჯდომარე, აგიტა ზარინა-სტურესა და კომიტეტის წევრებს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ცნობით, შალვა პაპუაშვილმა ლატვიურ მხარეს მადლობა გადაუხადა საქართველოს ტერიტორიული მთლიანობის, ევროპული და ევროატლანტიკური მიზნების მხარდაჭერისთვის. მან, აგრეთვე, აღნიშნა ევროკავშირის სადამკვირვებლო მისიაში ლატვიის მონაწილეობის მნიშვნელობა.
„შალვა პაპუაშვილის თქმით, ორი ქვეყნის საპარლამენტო კომიტეტებს შორის სექტორული თანამშრომლობა ღრმავდება. მან ხაზი გაუსვა ლატვიის გამოცდილების მნიშვნელობას სახელოვნებო განათლების მიმართულებით.
აგიტა ზარინა-სტურემ საქართველოს ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის მიღება მიულოცა.
მხარეებმა ისაუბრეს საქართველოს მეტ კულტურულ და საგანმანათლებლო ინტეგრაციაზე ევროპულ სივრცეში. ყურადღება გამახვილდა გაცვლით პროგრამებზე ახალგაზრდებისთვის, როგორც ევროპული ინტეგრაციის ხელშემწყობ მნიშვნელოვან ფაქტორზე.
აგიტა ზარინა-სტურემ აღნიშნა, რომ ლატვია მზადაა, მხარი დაუჭიროს საქართველოს და გამოცდილება გაუზიაროს ევროკავშირში გაწევრიანების გზაზე“, - აღნიშნულია ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 14 თებერვალი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.