ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

გამოქვეყნდა მარკესის ბოლო რომანი, რომელიც მწერლის აზრით, გასანადგურებელი იყო

ნობელის პრემიის ლაურეატი კოლუმბიელი პროზაიკოსის, გაბრიელ გარსია მარკესის დაბადების დღეს მკითხველისთვის ხელმისაწვდომი გახდა მწერლის ბოლო რომანი „შევხვდებით აგვისტოში“, რომელიც მსოფლიოს არაერთ ქვეყანაში უკვე იყიდება. 6 მარტს მარკესს 97 წელი შეუსრულდებოდა.
მწერალმა რომანზე მუშაობა მეხსიერების გაუარესების გამო შეწყვიტა, გარდაცვალებამდე რამდენიმე წლით ადრე კი თქვა, რომ ეს ნაწარმოები არ მუშაობს და უნდა განადგურდეს.
თუმცა, მარკესის შვილებმა გადაწყვიტეს რომანი გამოექვეყნებინათ მამის გარდაცვალების მეათე წლისთავისთვის, რომელიც 2024 წლის 17 აპრილს შესრულდება. ხელნაწერი ტეხასის უნივერსიტეტში ინახებოდა. მწერლის ვაჟმა როდრიგომ ჟურნალისტებს განუცხადა, რომ მისი აზრით, მამამ რომანზე უარი გაუთვითცნობიერებლად თქვა და მიუხედავად იმისა, რომ ნაწარმოები არ დაუმუშავებია, მას დასრულებული სახე აქვს.
რომანის საბოლოო ვერსიის რედაქტორია გამომცემლობა Planeta Unidos-ის მთავარი რედაქტორი კრისტობალ პერა, რომელიც თავის დროზე ამ ნაწარმოებზე მარკესთან ერთად მუშაობდა. პერამ BBC-სთან ინტერვიუში თქვა, რომ ნაწარმოებისთვის, რომლის პირველ „შავ ვარიანტზე" მარკესმა მუშაობა 2004 წელს დაასრულა, არცერთი სიტყვა არ დაუმატებია.
„შევხვდებით აგვისტოში“ ქალზეა, რომელიც 27 წელია ქმართან ბედნიერად ცხოვრობს და რაიმეს შეცვლის მიზეზი არ აქვს, თუმცა, ყოველი წლის აგვისტოში კუნძულზე, დედის საფლავზე მიდის და ერთი ღამით სხვა ადამიანად იქცევა.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 მარტი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.