რუსეთის დუმაში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც 1954 წელს ყირიმის უკრაინის შემადგენლობაში შესვლის უკანონოდ აღიარებას ითვალისწინებს

რუსეთის სახელმწიფო დუმაში კანონპროექტი შეიტანეს, რომელიც 1954 წელს რუსეთის საბჭოთა ფედერაციული სოციალისტური რესპუბლიკიდან გამოსვლას და უკრაინის შემადგენლობაში შესვლის უკანონოდ აღიარებას მოითხოვს, – ამის შესახებ ინფორმაციას რუსული მედიასაშუალება „მედუზა“ ავრცელებს.
კანონპროექტის ავტორები რუსეთის სახელმწიფო დუმის დეპუტატი, კონსტანტინე ზატულინი და რუსეთის ფედერალური საბჭოს წევრი სერგეი ცეკოვი არიან. მათ მიერ მომზადებული კანონპროექტი რუსეთის სახელმწიფო დუმის ვებგვერდზე გამოქვეყნდა.
რუსი დეპუტატების აზრით, ყირიმის გადაცემა „არალეგალურად“ უნდა იქნას აღიარებული, რათა „უკრაინის ხელისუფლებას პროპაგანდის ხელიდან ის საფუძველი გამოეცალოს, რომლითაც 2014 წელს ყირიმის ოკუპაციის შესახებ საუბრობს“.
კანონპროექტის ავტორებს მიაჩნიათ, რომ 1954 წლის გადაწყვეტილების უკანონოდ ცნობა „უკრაინის მოკავშირეებს ყირიმის დაბრუნების შესახებ კიევის პრეტენზიების მხარდაჭერას გაურთულებს“.

ასევე დაგაინტერესებთ

თამო კეშელავა: როცა სახელმწიფოში იქმნება ჯგუფი, რომელიც აცხადებს, რომ მან უნდა გააკეთოს მთავრობის საქმე – გამოაშკარავოს, დასაჯოს, ებრძოლოს ხალხის ნაწილს – სულ ერთია რა მიზეზით და მიზნით, ეს ნიშნავს, რომ მთავრობა გასულია გაღმა, პოლიტიკურ მარილზე

გიორგი ჭანტურია – ჩვენ თვალს ვადევნებთ მამუკა მდინარაძის მოშორების ოპერაციას, რაც შეეხება „სქროლვა-სქრინვის სააგენტოს“ მერე „ცემა-ტყეპის სააგენტოს“ შექმნას, მიზანია განსხვავებული აზრი ჩაახშონ