ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

„დაირღვა კონსტიტუცია, „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩევნები მიიტაცა“ - ამ შეძახილებით, აქციის მონაწილეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივიდნენ

„დაირღვა კონსტიტუცია, „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩევნები მიიტაცა“ - ამ შეძახილებით, აქციის მონაწილეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივიდნენ

„დაირღვა ქვეყნის კონსტიტუცია, „ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ არჩევნები მიიტაცა“ - ამ შეძახილებით, ბათუმში საპროტესტო აქციის მონაწილეები საქართველოს საკონსტიტუციო სასამართლოსთან მივიდნენ.
მათი თქმით, საკონსტიტუციო სასამართლოდან ობიექტურ გადაწყვეტილებას ელოდებიან.
„ქართული ოცნების“ დე ფაქტო ხელისუფლებამ კონსტიტუციური წესრიგი დაარღვია და ძალაუფლების მიტაცებას ცდილობს, რაც ხალხის ნებას არ გამოხატავს.
კონსტიტუციური სამართლიანობის ჩარჩოში დაბრუნება - საკონსტიტუციო სასამართლომ უნდა აღკვეთოს თვითმარქვია ჯგუფის მიერ ძალაუფლების მიტაცება, ქვეყნის ევროპული კურსის დაცვა, სახელმწიფოს დამოუკიდებლობისა და დასავლურ ღირებულებებზე დაფუძნებული განვითარების უზრუნველყოფა და ბოლოს კრიზისის დასაძლევად ერთადერთი გზა ახალი, დემოკრატიული არჩევნების ჩატარებაა!” - აცხადებენ აქციის მონაწილეები.
აჭარის მთავრობის სახლთან და საკონსტიტუციო სასამართლოსთან ნიღბიანი სამართალდამცავები იმყოფებიან. საპროტესტო აქცია აჭარის მთავრობის სახლთან 19:00 საათზე განახლდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 2 დეკემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.