ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"გავწვრთნი თუ არა ბაიერნს"? - ზიდანმა "რეკორდმაისტერის" ჩაბარებაზე ისაუბრა

ოთხშაბათს, 8 მაისს, ჩემპიონთა ლიგის ნახევარფინალური დაპირისპირების განმეორებით მატჩში "რეალი" "ბაიერნს" უმასპინძლებს, "ბლანკოსის" ყოფილმა ფეხბურთელმა და მწვრთნელმა ზინედინ ზიდანმა აღნიშნული შეხვედრის წინ ჟურნალისტებთან ისაუბრა.
"ვის ვუგულშემატკივრებ? რა თქმა უნდა, "რეალს", დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სწორედ "სამეფო კლუბი" გავა.
გავწვრთნი თუ არა მომავალში "ბაიერნს"? არა, მხოლოდ მატჩის ყურებას ვაპირებ", - განაცხადა ზიდანმა.
შეგახსენებთ, ზიდანმა სამწვრთნელო კარიერა "რეალის" მეორე გუნდში დაიწყო, ერთი სეზონის განმავლობაში ანჩელოტის ასისტენტად მუშაობდა, შემდეგ კი "ბლანკოსის" მთავარი მწვრთნელი გახდა და "სამეფო კლუბს" 2021 წელს საკუთარი
გადაწყვეტილებით დაემშვიდობა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 6 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.