“გავწვრთნი თუ არა “ბაიერნს”? – ზიდანმა “რეკორდმაისტერის” ჩაბარებაზე ისაუბრა

“ვის ვუგულშემატკივრებ? რა თქმა უნდა, “რეალს”. დიდი იმედი მაქვს, რომ ჩემპიონთა ლიგის ფინალში სწორედ “სამეფო კლუბი” გავა.
გავწვრთნი თუ არა მომავალში “ბაიერნს”? არა, მხოლოდ მატჩის ყურებას ვაპირებ”, – განაცხადა ზიდანმა.
შეგახსენებთ, ზიდანმა სამწვრთნელო კარიერა “რეალის” მეორე გუნდში დაიწყო, ერთი სეზონის განმავლობაში ანჩელოტის ასისტენტად მუშაობდა, შემდეგ კი “ბლანკოსის” მთავარი მწვრთნელი გახდა და “სამეფო კლუბს” 2021 წელს საკუთარი
გადაწყვეტილებით დაემშვიდობა.