ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"ვერ ვხვდები, რატომ ნერვიულობს" - "ლაციოს" ყოფილმა მეკარემ კვარაცხელიაზე ისაუბრა

ვეტერანმა იტალიელმა ფეხბურთელმა ფერნანდო ორსიმ "ნაპოლის" გარემარბის, ხვიჩა კვარაცხელიას შესახებ ისაუბრა.
ორსის თქმით, ქართველს მიმდინარე სეზონში ხშირად ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა, თუმცა ამის მიზეზი მისთვის გაუგებარია.
"რატომ არ აქვს "კვარას" იდეალური სეზონი? პირველ რიგში, ეს მისმა ხასიათმა განაპირობა. ასევე - იმან, რომ მეტოქეებმა ხვიჩას თამაში შეისწავლეს. შეიძლება ეს "კვარასთვის" კარგიც იყოს, რათა მომდევნო სეზონს უკეთესად მომზადებული შეხვდეს. სიმართლე გითხრათ, რიგ მომენტებში ეტყობოდა, რომ ნერვიულობდა, თუმცა ამის მიზეზი ნამდვილად არ ვიცი", - განაცხადა ორსიმ.
შეგახსენებთ, მიმდინარე სეზონში ხვიჩა კვარაცხელიამ "პარტენოპეის" მაისურით ყველა
ტურნირზე ჯამში 42 მატჩი გამართა, თავი კი 10 გატანილი გოლითა და 7 საგოლე პასით გამოიჩინა.

არქივის შესახებპირველწყარო: sportall.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 3 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.