“გადავიანგარიშე და GORBI-ის კვლევით 6 მანდატი გვაკლია საკონსტიტუციო უმრავლესობამდე” – პრემიერი
პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ ჟურნალისტებს განუცხადა:
“სურათი არის ზუსტად ასეთი – ჩვენ გვაქვს ჩვენი კვლევები, რომელსაც კომპანია ატარებს და ეს [GORBI-ის კვლევა] არის მსგავსი. გადავიანგარიშე და 107 მანდატი გამოგვდის GORBI-ის კვლევის მიხედვით, ოპოზიციას – 43. ეს ნიშნავს იმას, რომ ამ მონაცემებით მხოლოდ ექვსი მანდატი გვაკლია საკონსტიტუციო უმრავლესობამდე. ვფიქრობ, ეს დანაკლისი თავისუფლად აღმოფხვრადია. თავისუფლად შეგვიძლია მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ამისათვის არის მნიშვნელოვანი, რომ ვიყოთ მაქსიმალურად მობილიზებული და წარვმართოთ სწორი კამპანია. ასეთ შემთხვევაში, 113 მანდატის მიღება პარლამენტში არის თავისუფლად შესაძლებელი. აბსოლუტურად რეალურია „ქართული ოცნების“ მიერ თუნდაც 113 მანდატის მიღება და საკონსტიტუციო უმრავლესობის მოპოვება“.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 აგვისტო, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.