პრემიერი – რეიტინგი გვაქვს 60%, ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა, ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი და ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს ამ მიზნის შესასრულებლად

რეიტინგი გვაქვს 60% ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ მივიღოთ საკონსტიტუციო უმრავლესობა. ეს არის ჩვენი ამბიციური მიზანი და ვფიქრობ, ყველანაირი წინაპირობა არსებობს ამ მიზნის შესასრულებლად, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ საარჩევნო შტაბის ხელმძღვანელმა, პრემიერ-მინისტრმა ირაკლი კობახიძემ მცხეთაში ჟურნალისტებს განუცხადა.
მისივე თქმით, საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საუკეთესო გზა იმისთვის, რომ გრძელვადიან პერსპექტივაში გადაიჭრას ეროვნული საკითხები, დამკვიდრდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა და გასამართლდეს არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალა – „ნაცმოძრაობა“.
„ქუდზე კაცი გვჭირდება იმისთვის, რომ „ქართულმა ოცნებამ“ მიიღოს საკონსტიტუციო უმრავლესობა. სწორედ, ეს საკონსტიტუციო უმრავლესობა არის საუკეთესო გზა იმისათვის, რომ გადაიჭრას გრძელვადიან პერსპექტივაში ჩვენი ეროვნული საკითხები. მათ შორის, იმისათვის, რომ საქართველოში ერთხელ და სამუდამოდ დამკვიდრდეს ჯანსაღი პოლიტიკური სისტემა, იმისთვის, რომ გასამართლდეს არალეგიტიმური, არაკონსტიტუციური პოლიტიკური ძალა – „ნაცმოძრაობა“. ამისთვის გვჭირდება ჩვენ ქუდზე კაცი საკონსტიტუციო უმრავლესობის მოსაპოვებლად”, – განაცხადა მთავრობის მეთაურმა.

ასევე დაგაინტერესებთ

“”ქართული ოცნების” 14-წლიანი მავნებლური მმართველობა ქართველ ხალხს საერთაშორისო არბიტრაჟში 1.5 ლარზე მეტი უჯდება. ამ თანხით სკოლებში უფასო კვების პროგრამა დაფინანსდებოდა და პენსია 1 წლით 92 ლარით გაიზრდებოდა”