გაბრიელიუს ლანდსბერგისი – საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მივიჩნევთ – მოვუწოდებთ დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრის, გაბრიელიუს ლანდსბერგისის განცხადებით, ლიეტუვა საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მიიჩნევს და დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარების მოწოდებით გამოდის. ამის შესახებ ლანდბერგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა საბჭოს სხდომის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა.
„პირველი, ჩვენ საქართველოში ჩატარებულ არჩევნებს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებად არ მივიჩნევთ, მეორე: ლიეტუვამ მოუწოდა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიების ჩატარებისკენ. იმისთვის, რომ ვიცოდეთ მკაფიო პასუხები, რეალურად გავიგოთ, რა მოხდა, ამისთვის გვჭირდება გამოძიება. თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ევროკომისიასთან ამ საკითხზე თანამშრომლობაზე, თუ ის უარს იტყვის გამოძიებაზე, ეს ასევე რაღაცის მთქმელია. თუ არ სურთ, ვიცოდეთ, რა მოხდა ეს ნიშნავს, რომ ყველა პრეტენზია იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო კვლავ ევროპულ გზაზეა, სინამდვილეში ასე არაა. იქნება თუ არა ამაზე კონსენსუსი ევროკავშირში, ამის თქმა რთულია და მიმაჩნია, რომ საკმაოდ რთული იქნება. ეს ეხება სანქციების დაწესებასაც. ეს იოლი არ არის“, – აღნიშნა გაბრიელუს ლანდბერგისმა.
მისი თქმით, დღევანდელ შეხვედრაზე საქართველოს საკითხთან დაკავშირებით კონსტრუქციული დებატები გაიმართება.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა