ლიეტუვა საქართველოს არჩევნებს თავისუფლად და სამართლიანად არ მიიჩნევს — ლანდსბერგისი

ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი გაბრიელიუს ლანდსბერგისის თქმით, ლიეტუვა არ მიიჩნევს, რომ საქართველოში თავისუფალ და სამართლიანი არჩევნები ჩატარდა.
მისი თქმით, ლიეტუვამ მოითხოვა დამოუკიდებელი საერთაშორისო გამოძიება, რადგან ევროკავშირის ქვეყნებს სურთ გაიგონ, რეალურად რა მოხდა.
„თუ საქართველოს მთავრობა უარს იტყვის ამ საკითხზე ევროკომისიასთან თანამშრომლობაზე, უარს იტყვის გამოძიებაზე, ესეც ნიშანდობლივია. თუ მათ არ უნდათ გავიგოთ, რა მოხდა, ეს ნიშნავს თვალთმაქცობას, თითქოს საქართველო კვლავ ევროპულ გზაზეა“, — განაცხადა ლანდსებრგისმა ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრების საბჭოს სხდომამდე.
ამასთან, ლიეტუვის საგარეო საქმეთა მინისტრი საერთაშორისო გამოძიებაზე და თუნდაც სანქციებზე ევროკავშირში კონსენსუსის მიღწევას რთულად მიიჩნევს.
„იოლი გზა არ არსებობს. მაგრამ, მეორე მხრივ, როდესაც ჩვენ ვსაუბრობთ იზოლაციონიზმზე აშშ-ში, ევროპამაც უნდა დაუსვას საკუთარ თავს კითხვა — განა ევროპა არ ახდენს თვითიზოლირებას? რატომ ვერ ვპოულობთ გამოსავალს საქართველოზე და ქართველი ხალხის მოთხოვნაზე? შესაძლოა, ევროპაც თავის თავში იკეტება. და თუ ამ მიდგომამ პროგრესი განიცადა, ძალიან საშიშია საქართველოსთვის, მოლდოვისთვის, უკრაინისთვის და თავად ევროპისთვის“, — დასძინა ლანდსბერგისმა.
ევროკავშირის საგარეო საქმეთა მინისტრები დღეს, სხვა საკითხებთან ერთად, საქართველოში არსებულ სიტუაციას განიხილავენ. ევროკავშირის უმაღლესი წარმომადგენელი საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში ჯოზეფ ბორელი საქართველოს მთავრობისთვის განკუთვნილი 100 მილიონი ევროს დახმარების სამოქალაქო საზოგადოებაზე გადამისამართების წინადადებას დააყენებს.

ასევე დაგაინტერესებთ

“მთელი ჩემი ინსტაგრამი, ყველა ჩემი ნაცნობი ან ქვეყანას ტოვებს, ან შოკშია, ან უბრალოდ არ ლაპარაკობს ამაზე. მე არ ვიცი, სად არიან ეს ადამიანები, ვისაც უყვარხართ, როგორც პრეზიდენტი და პატივს გცემენ”

ზურაბ ცეცხლაძე – „ოცნება“ თადარიგს იჭერს, რომ გამოყაროს კუნთმაგარი ბიჭები, ციხით ვერ შეაშინეს და ცემით უნდათ შეაშინონ ხალხი, არ ვაპირებ MMA-ის მებრძოლთან მუშტით ჩხუბს – ქართველიშვილს ვეუბნები: ნახონ, რა დაემართა „მხედრიონს“

ლევან ლორთქიფანიძე – ქმნიან პროფესია „პატრიოტს“, ცეცხლს ნუ ეთამაშებით! – ქართულ ტრადიციაზე ლაპარაკობენ და ქართული ტრადიცია არასდროს ყოფილა ჩაგვრა, რომ ძლიერმა სუსტი გასრისოს, ეს არის ქვის ხანა