ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი - ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს - საქართველო ჩვენი მეგობარია და მისთვის თავისუფლება და დემოკრატიისკენ მისი მსვლელობის გაგრძელება გვსურს

კონგრესმენი რობერტ ადერჰოლტი - ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს - საქართველო ჩვენი მეგობარია და მისთვის თავისუფლება და დემოკრატიისკენ მისი მსვლელობის გაგრძელება გვსურს

ამერიკა და პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და იმის უზრუნველყოფას, რომ ის [არჩევნები] სამართლიანი იყოს. ასე რომ, ცხადია, ესაა ის, რისი ნახვაც გვსურს, საქართველოში იქნება, თუ სხვა ქვეყნებში,- ამის შესახებ რესპუბლიკელმა კონგრესმენმა რობერტ ადერჰოლტიმ „ამერიკის ხმასთან“ განაცხადა.
კონგრესმენმა იმედი გამოთქვა, რომ საქართველო თავისუფლებისა და დემოკრატიისკენ სვლას განაგრძობს.
„მე კარგად ვიცი საქართველოში ჩატარებული არჩევნების შესახებ, იქ ძალიან ბევრი ჩემი მეგობარი აკვირდებოდა არჩევნების პროცესს, იმედი გვაქვს, რომ ეს [საკითხი] გადაწყდება. საქართველო ჩვენი კარგი მეგობარია და მისთვის თავისუფლება და დემოკრატიისკენ მისი მსვლელობის გაგრძელება გვსურს. ადმინისტრაციასთან ერთად ვიმუშავებთ იმისთვის, რომ სწორ შედეგი იყოს მიღწეული.
ცხადია ის, რომ ამერიკა მხარს უჭერს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს, პრეზიდენტი ტრამპი ძალიან უჭერს მხარს თავისუფალ და სამართლიან არჩევნებს და იმის უზრუნველყოფას, რომ ის [არჩევნები] სამართლიანი იყოს. ასე რომ, ცხადია, ესაა ის, რისი ნახვაც გვსურს, საქართველოში იქნება, თუ სხვა ქვეყნებში."- განაცხადა რობერტ ადერჰოლტიმ.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 23 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.