ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

"გააყალბეს სახელოვნად" - ბათუმში ოპოზიციის აქცია გაიმართა

"გააყალბეს სახელოვნად" - ბათუმში ოპოზიციის აქცია გაიმართა

აქცია ორი ოპოზიციური კოალიციის, „ძლიერი საქართველო“ და „ერთიანობა – ნაციონალური მოძრაობის“ ორგანიზებით გაიმართა.
დემონსტრანტებს ეჭირათ ბანერები წარწერით, "ცესკო+ცრუსკოს", "დამიბრუნე ჩემი ხმა", "გადაგაყოლებთ წერტილებს".
79-ე საოლქო საარჩევნო კომისიის შენობასთან შეკრებილმა აქციის მონაწილეებმა საპროტესტო მსვლელობა მოაწყვეს. ისინი გზად აჭარის მთავრობის სახლთან შეჩერდნენ, სადაც პოლიციამ გზა გადაუკეტათ, რის შემდეგაც გაემართნენ უმაღლესი საარჩევნო კომისიის შენობისკენ.
ორგანიზატორებმა განაცხადეს, რომ მომდევნო საპროტესტო აქცია უმაღლესი საარჩევნო კომისიის სხდომის პარალელურად გაიმართება.
ფორუმი

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 12 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.