„არ შეუჩერო ვიზალიბერალიზაცია ხალხს, დაასანქცირე ბიძინა“ – ამ ლოზუნგით ევროკავშირის საელჩოსთან აქცია გაიმართა

„არ შეუჩერო ვიზალიბერალიზაცია ხალხს, დაასანქცირე ბიძინა“- ამ ლოზუნგით ევროკავშირის საელჩოსთან აქცია გაიმართა.
აქციის ორგანიზატორი მოძრაობა „ნება“ იყო. როგორც აქტივისტები განმარტავენ, ის პროცენტები, რაც „ქართულმა ოცნებამ“ დაიწერა, არჩევნების გაყალბების შედეგია.
„ოქტომბრის შემდეგ ყველა ვაპროტესტებთ მოპარულ და გაყალბებულ არჩევნებს, რომელიც ბიძინამ მოგვპარა. ვთხოვთ, ევროკავშირს, დაასანქცირონ ისინი, ვინც საქართველოში ახალგაზრდებს მომავალს ჰპარავენ. ის პროცენტები, რაც ბიძინამ დაიწერა, არის გაყალბების და მოპარული ხმების შედეგი“, – აღნიშნა აქტივისტმა ვიკა ფილფანმა.
ადგილზე აქციის მონაწილეებს მიტანილი ჰქონდათ ბანერები წარწერით: „ქართველი ხალხის ნება არის ევროპა“, „დაასანქცირეთ ბიძინა“.

ასევე დაგაინტერესებთ

მაია კოხტაშვილი: მადლობა საქართველო! მადლობა ჩემო ძვირფასო ახმეტელებო, ჩემო გატანჯულო პაციენტებო – ამ წარმოუდგენელი გაჭირვების დროს ასე, რომ დაიცავით თქვენი მაია ექიმი, ამხელა სითბო რომ დამახვედრეთ ჯოჯოხეთიდან გამოსულს, ასე რომ წამომაყენეთ ფეხზე