არქივი17 ნოემბერი, 2024, 22:00
ბერლინში რუსეთის ოპოზიციის წარმომადგენლებმა უკრაინაში ომის დასრულების მოთხოვნით აქცია გამართეს

ბერლინის ცენტრში რუსეთის ოპოზიციის აქცია გაიმართა, რომლის მთავარი მოთხოვნაც უკრაინაში ომის დასრულება იყო.
მსვლელობის მონაწილეები სკანდირებდნენ ლოზუნგებს: „არა ომს უკრაინაში!“ „თავისუფლება პოლიტპატიმრებს!“ „არა პუტინს!“
მსვლელობას იულია ნავალნაია, ვლადიმერ კარა-მურზა და ილია იაშინი ხელმძღვანელობდნენ.
იაშინმა აუდიტორიის წინაშე სიტყვით გამოსვლისას აღნიშნა, რომ რუსეთის პრეზიდენტი მთელ რუსეთთან არ უნდა გაიგივდეს.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 17 ნოემბერი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.