ბრიტანული დაზვერვა: რუსეთი უკრაინაში სულ უფრო ხშირად იყენებს კასეტურ ბომბებს

უკრაინის წინააღმდეგ სულ უფრო ხშირად იყენებს 500-კილოგრამიან კასეტურ ბომბებს. ამის შესახებ სოციალურ ქსელში ანგარიშს ბრიტანული დაზვერვა დებს.
Latest Defence Intelligence update on the situation in Ukraine – 29 November 2023.

Find out more about Defence Intelligence's use of language: https://t.co/dqUnD0m3jP

🇺🇦 #StandWithUkraine 🇺🇦 pic.twitter.com/XS4sVZsC44— Ministry of Defence 🇬🇧 (@DefenceHQ) November 29, 2023
“2023 წლის ნოემბრიდან რუსულმა ავიაციამ, როგორც ჩანს, უფრო ხშირად დაიწყო RBK-500 მოდელის 500-კილოგრამიანი ბომბების გამოყენება. ჩამოგდებისას ბომბი იშლება 100-დან 350-დე ნაწილად, რომელიც თავისმხრივ კიდევ 100 წვრილ ან 1 მსხვილ ტანკსაწინააღმდეგო ნაწილაკად იშლება.
RBK-500-ის ტიპის ბომბები უკრაინული ძალების წინააღმდეგ გამოიყენეს ვულედარში და ავდიივკაში. რუსულ კასეტურ ბომბებს აქვს ძალიან დაბალი სიზუსტე, ერთ ასეთ ბომბს 100 მეტრის რადიუსში ზიანის მიყენება შეუძლია”. – წერია პოსტში.