რუსეთმა ნოემბერში უფრო ხშირად დაიწყო კასეტური ბომბების, RBK-500-ის გამოყენება – ბრიტანეთის დაზვერვა

რუსეთის საჰაერო ძალებმა, დიდი ალბათობით, ნოემბრის განმავლობაში უფრო ხშირად დაიწყეს 500-კილოგრამიანი RBK-500-ის დასახელების კასეტური ბომბების გამოყენება – ამის შესახებ ნათქვამია ბრიტანული დაზვერვის 29 ნოემბრის ანგარიშში.

უწყების თანახმად, მოდიფიკაციიდან გამომდინარე, თითოეული RBK-500-ით დაახლოებით 100-დან 350-მდე მძლავრი ელემენტის გატყორცნა ხდება. ჩვეულებრივ, თითოეული ახდენს ასობით მაღალსიჩქარიანი ფრაგმენტის ან ერთი დიდი ტანკსაწინააღმდეგო მუხტის დეტონაციას.

ბრიტანეთის სამხედრო დაზვერვის თანახმად, RBK-500 უკრაინული ძალების წინააღმდეგ, ძირითადად, უგლედარის მიმართულებით და ავდეევკის მახლობლად გამოიყენება.
“არსებობს რეალური შესაძლებლობა, რომ, როგორც სხვა საჰაერო ბომბების შემთხვევაში, რუსეთმა ცოტა ხნის წინ მოახდინა კასეტურ ბომბ RBK-500-ის დისტანციური დაგეგმვის კომპლექტის, UMPC-ს ინტეგრირება. ეს მოდიფიკაცია კასეტური მასალის გადამზიდავ თვითმფრინავს საშუალებას აძლევს, საბრძოლო მასალა სამიზნიდან მრავალი კილომეტრის დაშორებით გატყორცნოს”, – ნათქვამია ანგარიშში.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე: ადამიანები, რომლებიც დღეს მთავარ რუსოფობებად არიან დანიშნული, ღიად საუბრობდნენ, რომ რუსი ტურისტი, ფული იყო მათთვის მისაღები, ახლა აქვთ სრულიად განსხვავებული რიტორიკა, განსაკუთრებით, 2022 წლის შემდეგ

ონისე ცხადაძე – 3 დღის წინ საკანში შემოიყვანეს სამი პატიმარი ისე, რომ ჩვენთვის არ უკითხავთ – ხომ მაგრად იცავენ მომეტებული რისკის კრიტერიუმებს?! – გუშინ საღამოს შემდეგ ვითხოვ, რომ მოაგვარონ, მაგრამ არ აკეთებენ, რადგან ეს ხდება განზრახ