უკრაინაში საქმეები კარგად რომ არაა, უფრო მეტიც, სერიოზულად მძიმედაა, ამას თავად უკრაინელები აღიარებენ – ლევან ნიკოლეიშვილი

კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, “უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის.” არესტოვიჩმა კორუფციამ და უპასუხისმგებლობამ წალეკა უკრაინის პოლიტიკური ელიტაო, არახამიამ კი ომის გაგრძელება და სამშვიდობო მოლაპარაკების არ დაწყება ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს დააბრალა – ამის შესახებ ექსპერტი ლევან ნიკოლეიშვილი სოციალურ ქსელში წერს.
ექსპერტის შეფასებით, უკრაინელი პოლიტიკოსების მიერ კორუფციასა და ავტორიტარიზმთან დაკავშირებით გაკეთებული განცხადებები ადასტურებს, რომ უკრაინაში კარგი ვითარება არ არის.
ნიკოლეიშვილის თქმით, ამ ფონზე, გაუგებარია, პრეზიდენტ სალომე ზურაბიშვილის განცხადება იმასთან დაკავშირებით, რომ საქართველო უკრაინას და მოლდოვას უნდა დაეწიოს.
“კიევის მერის ვიტალი კლიჩკოს განცხადებით, „უკრაინა ავტორიტარიზმისკენ მიდის.” არესტოვიჩმა კორუფციამ და უპასუხისმგებლობამ წალეკა უკრაინის პოლიტიკური ელიტაო, არახამიამ კი ომის გაგრძელება და სამშვიდობო მოლაპარაკების არ დაწყება ბრიტანეთის ყოფილ პრემიერ მინისტრს ბორის ჯონსონს დააბრალა…მოკლედ უკრაინაში, საქმეები კარგად რომ არაა, უფრო მეტიც სერიოზულად მძიმედაა, ამას თავად უკრაინელები აღიარებენ… ე.წ. პრეზიდენტი სალომე ზურაბიშვილი კი აცხადებს, „შემდეგი წელი იქნება კიდევ უფრო გადამწყვეტი, რომ დავეწიოთ ორ პარტნიორს „ასოცირებული ტრიოდან“ – უკრაინას და მოლდოვასო…“ამოცანა გვეკითხება, კერძოდ რაში უნდა დავეწიოთ უკრაინას და მეორე ეს ქალბატონი პრეზიდენტი ადეკვატურია თუ არა!” – წერს ლევან ნიკოლეიშვილი Facebook-ზე.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – საქართველო სამხრეთ კავკასიის და შუა დერეფნის განუყოფელი ნაწილია, ეს კი ხელსაყრელ პოზიციაში გვაყენებს იმისათვის, რომ ცენტრალური აზია და ევროპა ერთმანეთს კიდევ უფრო მეტად დაუკავშირდეს

ირაკლი კობახიძე – სამხრეთ კავკასიის მომავალს წარსულში გავლებული გამყოფი ხაზები არ უნდა განაპირობებდეს, დღეს ჩვენ ვხედავთ რეალურ შესაძლებლობას, ახალი ფურცლიდან დავიწყოთ უფრო მშვიდობიანი და ურთიერთდაკავშირებული რეგიონის მშენებლობა, რაც ეხმიანება ჩვენს საერთო მისწრაფებას – შევქმნათ უკეთესი მომავალი

ირაკლი კობახიძე – გაეროს გენერალური ასამბლეის წინაშე გამოსვლისას გავაჟღერეთ ჩვენი მთავარი გზავნილები, შევეხეთ ყველა ეროვნულ საკითხს, ჩვენი ქვეყნისთვის ყველა მნიშვნელოვან საკითხს, მათ შორის საუბარი გვქონდა ერთ-ერთ უმთავრეს ეროვნულ გამოწვევაზე, რაც არის ჩვენი ქვეყნის ისტორიული რეგიონების ოკუპაცია

პრემიერი – მართლა ერთგვარი სექტის სახე მიიღო იმ დაჯგუფებამ, რომელიც ყოველდღიურ რეჟიმში 20, 50, ხან მაქსიმუმ 150 კაცით აწყობს ხოლმე აქციებს და თავად ხედავენ, რომ წარუმატებლობისთვის არის მათი ეს აქციები განწირული