ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი - პუტინის უკანონო ომზე პასუხისმგებელ პირებს პასუხი უნდა ვაგებინოთ

რუსეთის დარტყმა კიევში, “ოხმატდიტის“ ბავშვთა საავადმყოფოზე, უკრაინელ სამოქალაქო პირებზე საშინელი თავდასხმაა, - ამის შესახებ დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი, დევიდ ლემი სოციალურ ქსელში წერს.
მინისტრი დაღუპულების ოჯახებსა და ახლობლებს სამძიმარს უცხადებს და აცხადებს, რომ ვლადიმერ პუტინის უკანონო ომზე პასუხისმგებელი პირები უნდა დაისაჯონ.
„უკრაინის მიმართ გაერთიანებული სამეფოს მხარდაჭერა ურყევია. პუტინის უკანონო ომზე პასუხისმგებელ პირებს პასუხი უნდა ვაგებინოთ“, - აცხადებს მინისტრი.
შეგახსენებთ, რუსულმა ძალებმა დღეს უკრაინის ტერიტორიაზე სარაკეტო თავდასხმა განახორციელეს, რის შედეგადაც, ბოლო მონაცემებით, 30-ზე მეტი ადამიანი დაიღუპა და ათობით დაშავდა. რუსებმა კიევის ბავშვთა საავადმყოფოც დაბომბეს, სადაც ადამიანები ნანგრევების ქვეშ არიან მოყოლილი და დაღუპულთა და დაშავებულთა ზუსტი რაოდენობა, ამ დროისთვის, უცნობია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 8 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.