ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი ისრაელს და პალესტინელთა ტერიტორიებს ეწვია

დიდი ბრიტანეთის ახალი საგარეო საქმეთა მინისტრი დევიდ ლემი ისრაელსა და იორდანეს დასავლეთ ნაპირზე სტუმრობისას, 14 ივლისს, ღაზის სექტორში ცეცხლის დაუყოვნებლივ შეწყვეტისკენ მოწოდებით გამოვიდა.
ივლისის დასაწყისში გამართულ არჩევნებში ლეიბორისტების დამაჯერებელი გამარჯვების შემდეგ, ეს დევიდ ლემის მეორე ვიზიტია უცხოეთში.
მან განაცხადა, რომ ღაზის სექტორში მიმდინარე ომი „აუტანელია“ და ისრაელის და პალესტინის ავტონომიის ხელმძღვანელობასთან შეხვედრების დროს ხაზი გაუსვა, რომ დიდ ბრიტანეთს დიპლომატიური ძალისხმევით სურს დახმარების გაწევა, რათა „უზრუნველყოფილი იქნეს ცეცხლის შეწყვეტის შესახებ შეთანხმება და ორი სახელმწიფოს მოგვარების გზისთვის საიმედო და შეუქცევადი სივრცის შექმნა“.
დიდი ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი იერუსალიმში შეხვდა ისრაელის პრემიერ-მინისტრს, ბენიამინ ნეთანიაჰუს, ხოლო ქალაქ რამალაში, პალესტინელთა ტერიტორიაზე, იორდანეს დასავლეთ ნაპირზე - პალესტინელთა ავტონომიის პრეზიდენტს, მაჰმუდ აბასს.
15 ივლისისთვის დაგეგმილი იყო ასევე მისი შეხვედრა ისრაელის პრეზიდენტ იცხაკ ჰერცოგთან.
ლემი გამოვიდა მოწოდებით, გათავისუფლდეს ყველა მძევალი და მკვეთრად გაიზარდოს ღაზის სექტორში ჰუმანიტარული დახმარების მიწოდება.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 15 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.