ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საგარეო საქმეთა მინისტრი: ბრიტანეთი მჭიდროდ ითანამშრომლებს ევროკავშირთან, მხარს დაუჭერს უკრაინას

ბრიტანეთი უნდა იყოს ევროკავშირის "კარგი მეზობელი", და მიზნად დაისახოს "უფრო მჭიდრო პარტნიორობა" ამ ბლოკთან - განაცხადა ბრიტანეთის ახალმა საგარეო საქმეთა მინისტრმა, დევიდ ლემიმ 7 ივლისს.
ლემიმ ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრის რანგში თავისი პირველი საერთაშორისო ვიზიტი გამოიყენა გერმანიაში, პოლონეთსა და შვედეთში თავისი კოლეგებისთვის იმის სათქმელად, რომ ახლა არის "გადატვირთვის შანსი" და კიდევ უფრო ახლო თანამშრომლობის დრო საერთო გამოწვევებთან გასამკლავებლად.
ლემიმ თანამშრომლობის სფეროებად დაასახელა უკრაინის მხარდაჭერა, კლიმატის ცვლილებები, ისევე, როგორც სტუდენტების გაცვლა და მოგზაურობა.
ბრიტანეთის საგარეო საქმეთა მინისტრი აცხადებს, რომ მისი ქვეყნის მხირდან უკრაინისთვის სამხედრო, ეკონომიკური, პოლიტიკური და დიპლომატიური მხარდაჭერა მყარი და უცვლელია.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.