ბრიტანეთის ახალი უწება გააკონტროლებს რუსეთისთვის დაწესებული სანქციების გვერდის ავლას

დიდი ბრიტანეთის ხელისუფლება ქმნის ახალ უწყებას, რომლის ამოცანა იქნება, იბრძოლოს იმ სანქციების გვერდის ავლის წინააღმდეგ, რომლებიც რუსეთს დაუწესეს ში სამხედრო შეჭრის საპასუხოდ.
სავაჭრო სანქციების განხორციელების ბიურო (The Office of Trade Sanctions Implementation, OTSI) 2024 წლის დასაწყისში შეუდგება საქმიანობას. სამსახური ყურადღებას მიაქცევს, რომ კომპანიებმა მესამე ქვეყნებში არ გაიტანონ პროდუქცია შემდგომ სთვის გადასაცემად. გარდა ამისა, ის ჯარიმებს დააწესებს კანონმდებლობის დარღვევისთვის, ასევე მასალებს გადასცემს უწყებებს, რომლებიც უფლებამოსილი არიან, აღძრან სისხლის სამართლის საქმეები.
ამასთან, ბიურო კომპანიებს დაეხმარება რჩევებით, როგორ აიცილონ თავიდან სანქციების შემთხვევით დარღვევა.
ახალი სამსახური შეავსებს უკვე არსებულ ფინანსური სანქციების ბიუროს (Office of Financial Sanctions Implementation).
„ჩვენ ყველაფერს ვაკეთებთ, რათა შევაჩეროთ პუტინის სამხედრო მანქანა. ეს გულისხმობს როგორც ბრძოლას იმათ წინააღმდეგ, ვინც სანქციებს თავს არიდებს, ისევე რუსეთის დატოვებას ტექნოლოგიებისა და შემოსავლების გარეშე, რომლებიც მას დანაშაულებრივი ომის გასაგრძელებლად სჭირდება,“ განაცხადა დიდი ბრიტანეთის მრეწველობისა და ეკონომიკური უსაფრთხოების მინისტრის მოადგილემ, ნუსრატ ღანიმ. ამის შესახებ BBC იუწყება.
გასულ კვირაში ლონდონმა კვლავ გააფართოვა სანქციები და მასში შეიყვანა კომპანიები ჩინეთიდან, თურქეთიდან, სერბეთიდან, არაბთა გაერთიანებული საამიროებიდან და უზბეკეთიდან, რომელთა მეშვეობითაც რუსეთს აკრძალული საქონელი მიეწოდება.
ბრიტანეთის სანქციების სიაში 30-ზე მეტი ადამიანი შედის. ლონდონის მონაცემებით, ისინი დაკავშირებული არიან უპილოტო საფრენი აპარატებისა და რაკეტების ნაწილების წარმოებასთან, ელექტრონული კომპონენტების იმპორტთან.
სანქციები ასევე დაუწესდა ოთხ ორგანიზაციას, რომლებიც არაბთა გაერთიანებულ საამიროებში მდებარეობს. ბრიტანეთის საგარეო საქმეთა სამინისტროს თანახმად, ისინი რუსეთთან ნავთობით ვაჭრობაში მონაწილეობენ.

ასევე დაგაინტერესებთ

თენგიზ შარმანაშვილი – ზოგიერთ ქვეყანაში ბაღში ასწავლიან, რომ გაიზრდები აირჩევ ბიჭი ხარ თუ გოგო – არ უნდა დავუშვათ, არასრულწლოვანებს ტვინი გამოულაყონ, პროპაგანდა ჩაიკეტება, სამედიცინო მანიპულაციებიც აიკრძალება

კახა კალაძე – ერთი წლის წინ, როცა სტატუსის მინიჭებაზე უარი გვითხრეს, საქართველო დაიჩაგრა – ამგვარი ქმედებები იწვევს გაღიზიანებას ხალხში და ჩემი თხოვნა იქნება, ეს დამოკიდებულება შეიცვალოს