ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირს „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ

საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრები ევროკავშირს „ჰამასის“ წინააღმდეგ ახალი სანქციების დაწესებისკენ მოუწოდებენ, - ამის შესახებ ინფორმაციას სააგენტო Reuters-ი ავრცელებს.
საფრანგეთის, გერმანიისა და იტალიის საგარეო საქმეთა მინისტრებმა წერილი ევროკავშირის უმაღლეს წარმომადგენელს საგარეო საქმეთა და უსაფრთხოების პოლიტიკის საკითხებში, ჯოზეფ ბორელს მისწერეს.
„ახალი სანქციების რეჟიმის სწრაფად მიღება „ჰამასის“ წინააღმდეგ ძლიერი პოლიტიკური გზავნილი იქნება“, - ნათქვამია საგარეო საქმეთა მინისტრების წერილში.
საგარეო საქმეთა მინისტრების წერილში დეტალურად არ არის აღწერილი, თუ კონკრეტულად ვის შეეხება დაწესებული სანქციები.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 11 დეკემბერი, 2023. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.