ფინეთში იძიებენ სანქციების გვერდის ავლით რუსეთისთვის დრონების მიწოდებას

ფინეთში მიმდინარეობს გამოძიება სისხლის სამართლის საქმეზე, რომელიც აღიძრა სანქციების გვერდის ავლით რუსეთისთვის სამი მილიონი ევროს პროდუქციის მიწოდებაზე, მათ შორის ორი მილიონი ევროს საერთო ღირებულების 3500 უპილოტო საფრენი აპარატისა. ამის შესახებ იტყობინება ფინეთის საბაჟოს ვებსაიტი.
უწყების თანახმად, სანქციების გვერდის ასავლელად შეიქმნა კომპანიების ქსელი, რომელიც რუსეთიდან იმართებოდა. ორი ფინური კომპანია დოკუმენტებს აფორმებდა ყაზახეთში ისეთი დრონებისა და ელექტრონიკის ექსპორტისთვის, რომელთა სამხედრო მიზნებისთვის გამოყენებაა შესაძლებელი. მაგრამ ეს საქონელი ყაზახეთის ნაცვლად რუსეთში იგზავნებოდა.
საქმეში არის კიდევ ერთი ეპიზოდი, რომელიც დრონების საწინააღმდეგო ტექნიკის მიწოდებასთანაა დაკავშირებული. დოკუმენტების მიხედვით, ის ასევე ყაზახეთში იგზავნებოდა რუსეთის გავლით, სინამდვილეში კი რუსეთში ხვდებოდა.
ორივე შემთხვევასთან დაკავშირებით დაკავებულია ერთი ადამიანი. კიდევ ხუთი ადამიანი ითვლება ეჭვმიტანილად. საბაჟო არ ამჟღავნებს ეჭვმიტანილების მოქალაქეობას ან საქმესთან დაკავშირებულ სხვა გარემოებებს.
როგორც საბაჟოს ცნობაშია ნახსენები, გამოძიება ჩატარდა ბრიტანეთის, აშშ-ისა და ნიდერლანდის ხელისუფლებებთან, ასევე ევროპის პოლიციის უწყებასთან, ევროპოლთან, თანამშრომლობით.

ასევე დაგაინტერესებთ

ელენე ხოშტარია – რაც ანკარაში ითქვა, არის არა უბრალოდ განცხადებები, არამედ კონკრეტული გადაწყვეტილებები, რომლებიც უჩვეულოდ მოკლე ვადებშია დაგეგმილი – რუსეთს უნდოდა დაშლილი ევროპა და მიიღო ბევრად უფრო შეკრული

ზურაბ ჯაფარიძე – ე.წ. საბოტაჟის საქმეზე, სასამართლოში პოლიციელმა მე და ვაშაძეს დაგვადო ხელი, ვითომ „ჟეშტიკულაციით“ და სიტყვიერად, მოვუწოდებდით ხალხს: „მივაწვეთ“, სხვა არაფერი ახსოვს – რაც შეხება აუდიო-ჩანაწერს, არანაირი ფარული მიყურადება არაა

ლევან ლორთქიფანიძე – ყველა ხელისუფლება ახერხებდა, რომ გეოგრაფიის წყალობით საქართველო რეგიონში გადამწყვეტი ქვეყანა ყოფილიყო, „ოცნებამ“ კი მოახერხა ის, რომ აღარ ვართ მნიშვნელოვანი ქვეყანა – საქართველო თამაშგარე მდგომარეობაშია!

მონიტორინგის ფარგლებში იდენტიფიცირდა ძირითადად ქართული სახელის მქონე 1500-ზე მეტი ყალბი ანგარიში, ტროლი და ბოტი, რომლებიც გამოყენებული იქნა „იმედის“ მიერ გამოქვეყნებულ პოსტზე მოწონების რეაქციების გასაზრდელად