შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა

შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი სერგეი ლავროვს შეხვდა, – ამის შესახებ ინფორმაციას შვეიცარიის საგარეო საქმეთა მინისტრი, იგნაციო კასისი ავრცელებს.
იგნაციო კასისის ცნობით, რუს კოლეგასთან შეხვედრაზე უკრაინის მშვიდობის სამიტის შესახებ ისაუბრა.
„გაერო-ს უშიშროების საბჭოში რუსეთის თავმჯდომარეობის ფარგლებში, მე რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრს, სერგეი ლავროვს შევხვდი და მას უკრაინის მშვიდობის სამიტის შესახებ ვაცნობე“, – წერს კასისი X-ზე.
შვეიცარიელი და რუსი საგარეო საქმეთა მინისტრების შეხვედრა ნიუ-იორკში გაიმართა, სადაც ლავროვი გაერო-ს უშიშროების საბჭოს სხდომებში მონაწილეობის მისაღებად ჩავიდა, რომლის თავმჯდომარე ქვეყანაც მიმდინარე თვეში რუსეთია.
ასევე, ნიუ-იორკში სერგეი ლავროვი უნგრელ კოლეგას, პიტერ სიიარტოსაც შეხვდა, რომელთანაც მოსკოვში შეხვედრის დროს ვლადიმერ პუტინსა და ვიქტორ ორბანს შორის მიღწეული „შეთანხმებების განხორციელების მიმდინარეობა“ განიხილა.

ასევე დაგაინტერესებთ

კახა კახიშვილი: პენსია ადამიანს თვის დაახლოებით 6 ან 7 დღის საბაზისო ხარჯებს უფარავს. 6 ან 7 დღეს 30 დღიდან. და ეს იმ გაანგარიშებით, რომელშიც ბინის ქირა საერთოდ არ შედის. დანარჩენი 23 დღე როგორ უნდა იცხოვროს პენსიონერმა?

არასამთავრობოების განცხადება: მოვითხოვთ ხელისუფლებისგან დაუყოვნებლივ, ეფექტიან და სრულყოფილ რეაგირებას რუსთავის №6 პენიტენციურ დაწესებულებაში მყოფი მსჯავრდებულის, გიორგი დავითაძის, და მისი ოჯახის წევრების მიერ გავრცელებულ მძიმე განცხადებებზე