ბრაზილიის პრეზიდენტმა „დიდი ოცეულის“ სამიტზე მიიწვია

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა, 2024 წელს „დიდი ოცეულის“ სამიტზე, რომელიც ბრაზილიის ქალაქ რიო-დე-ჟანეიროში გაიმართება, რუსეთის პრეზიდენტის, მიწვევას გეგმავს.
ამის შესახებ ბრაზილიის პრეზიდენტმა ბერლინში გერმანია-ბრაზილიის მთავრობათაშორისი კონსულტაციების დროს განაცხადა.
ამასთან, სილვას პუტინისთვის გარანტია არ მიუცია, რომ მას ქვეყნის საზღვრის გადაკვეთის დროს არ დააკავებენ.
პრეზიდენტის თქმით, პუტინის დაკავების საკითხი მის კომპეტენციაში არ შედის და საკითხი სასამართლო ხელისუფლებამ უნდა გადაწყვიტოს.
ჰააგის სისხლის სამართლის საერთაშორისო სასამართლომ ვლადიმირ პუტინისა და რუსეთის პრეზიდენტის ოფისში ბავშვთა უფლებების კომისარ მარია ლვოვა-ბელოვას დაპატიმრების ორდერები 2023 წლის 17 მარტს გასცა.

ასევე დაგაინტერესებთ

გრიგოლ გეგელია – იმ ფონზე, როდესაც საქართველოს ე.წ. პრეზიდენტი სამძიმარზე თეირანში მიემგზავრება, ე.წ. პრემიერი აშშ-თან გადატვირთვაზე საუბრობს – ეს პოლიტიკური სიბეცისა და შიზოფრენიის მკაფიო გამოხატულებაა

ვოლოდიმირ ზელენსკი – რუსეთმა უკრაინის წინააღმდეგ 70-ზე მეტი რაკეტა და 500 დრონი გამოიყენა – მნიშვნელოვანია, რომ ანტიბალისტიკური შესაძლებლობების წარმოების შესახებ შეთანხმებების განხორციელებაში პროგრესს მივაღწიოთ