ბრაზილიის პრეზიდენტი G20-ის სამიტზე პუტინის მიწვევას აპირებს, მაგრამ არ იძლევა გარანტიას, რომ მას არ დააპატიმრებენ

ბრაზილიის პრეზიდენტი ლუის ინასიო ლულა და სილვა G20-ის სამიტზე ს პრეზიდენტ ს მიწვევას აპირებს, მაგრამ არ იძლევა გარანტიას, რომ მას არ დააპატიმრებენ. ამის შესახებ ლუის ინასიო ლულა და სილვამ ბერლინში, გერმანია-ბრაზილიის მთავრობათაშორისი კონსულტაციების დროს განაცხადა.
„დააკავებენ თუ არა როცა ჩამოვა? შეიძლება კი, შეიძლება – არა. ამას სასამართლო ხელისუფლება გადაწყვეტს. ეს არ არის ჩემს კომპეტენციაში“, – განაცხადა ლულამ.
შეგახსენებთ, რომ G20-ის სამიტი რიო დე ჟანეიროში 2024 წლის შემოდგომაზე გაიმართება. ეს არ არის პირველი შემთხვევა, როდესაც ლულა ამბობს, რომ მას სურს პუტინის ნახვა „დიდი ოცეულის“ სამიტზე თავის ქვეყანაში. თავიდან ის აცხადებდა, რომ რუსეთის პრეზიდენტს ბრაზილიაში არ დააპატიმრებდნენ, მაგრამ მალევე ამ საკითხზე პასუხისმგებლობა სასამართლო ორგანოებს გადასცა.