– ქალბატონმა პრეზიდენტმა გორში მე და სტალინი ერთმანეთს შეგვადარა და ჩემს მშობლიურ გორელებს ორივეს დავიწყება ურჩია – ერთი ადამიანია, რომელიც სტალინს და მე ვერაფრით გვივიწყებს – მას ჰქვია

ქალბატონმა პრეზიდენტმა გორში მე და სტალინი ერთმანეთს შეგვადარა და ჩემს მშობლიურ გორელებს ორივეს დავიწყება ურჩია,- ამის შესახებ ნათქვამია მესამე პრეზიდენტის მიხეილ სააკაშვილის განცხადებაში, რომელიც მის „ფეისბუქ“ გვერდზე ვრცელდება.
როგორც სააკაშვილი წერს, არის ერთი ადამიანი, რომელიც სტალინს და მას ვერაფრით ივიწყებს – მას ჰქვია.
„ქალბატონმა პრეზიდენტმა გორში მე და სტალინი ერთმანეთს შეგვადარა და ჩემს მშობლიურ გორელებს (ბაბუაჩემი მიშა სააკაშვილი, თბილისის მედინსტიტუტის დამფუძნებელი და პირველი რექტორი გორიდან იყო) ორივეს დავიწყება ურჩია.
ქალბატონო სალომე, არის ერთი ადამიანი, რომელიც სტალინს და მე ვერაფრით გვივიწყებს – მას ვლადიმერ პუტინი ჰქვია. ოღონდ ის სტალინზე გიჟდება და მთელს რუსეთში ძეგლებს უდგამს და ვეზიზღები მე, მუდმივად რა სხვადასხვა გამოსვლებში, ყველანაირ ცოდვებში მადანაშაულებს.
მე, რა თქმა უნდა, გამიხარდებოდა ქართველ ერთან ერთად, რომ თქვენ მყარად იყოთ ისტორიის სწორ მხარეს“,- წერს სააკაშვილი.

ასევე დაგაინტერესებთ

შალვა ნათელაშვილი: ეს ბიძინას შეშლილი სათამაშო ნახეთ. სტარმერმა ბრიტანეთის ლეიბორისტული პარტია ორი მესამედით მოიყვანა 2029 წლამდე ხელისუფლების სათავეში და ტრიუმფატორად შევიდა ისტორიაში

სერგეი ლავროვი: ზელენსკი ფიურერია, რომელიც როლზე მოყვარულთა ჯგუფიდან დანიშნეს, მაგრამ, როგორც ხედავთ, ეს როლი მისთვის ჩამთრევი აღმოჩნდა – ევროპის ამჟამინდელი ელიტები არ მალავენ, რომ ჩვენთან ომისთვის ემზადებიან