ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოჭორმის ქუჩაზე, სასროლეთში აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის შსს-ს თანამშრომლებიც არიან

ბოჭორმის ქუჩაზე "ბეთლგრაუნდის" სასროლეთში მომხდარი აფეთქების შედეგად დაღუპულთა და დაშავებულთა შორის შსს-ს
თანამშრომლები არიან.
კერძოდ, შსს-ს ინფორმაციით, მეხანძრე-მაშველებმა შემთხვევის ადგილიდან ორი გარდაცვლილი და ოთხი დაშავებული გამოიყვანეს, რომელთაგან ერთი კლინიკაში გარდაიცვალა, გარდაცვლილთაგან ერთი შინაგან საქმეთა სამინისტროს თანამშრომელია.
ასევე, დაშავებული სამი პირიდან ორი შსს-ს თანამშრომელია, ხოლო ერთი მაღაზია "ბეთლგრაუნდის" თანამშრომელი.
როგორც შსს-ში აღნიშნავენ, მომხდარზე გამოძიება საქართველოს სისხლის სამართლის კოდექსის 240-ე პრიმა მუხლის მესამე ნაწილით დაიწყო, რაც ელექტრო-ან თბოენერგიის, გაზის, ნავთობის ან ნავთობპროდუქტების ობიექტზე უსაფრთხოების წესების დარღვევას გულისხმობს, რამაც ორი ან მეტი ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
შინაგან საქმეთა სამინისტრო მწუხარებას გამოთქვამს მომხდარ ფაქტთან დაკავშირებით და უსამძიმრებს გარდაცვლილთა ოჯახებს“,-აღნიშნულია შსს-ის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაში.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 7 აპრილი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.