არქივი1 ივნისი, 2024, 13:17
ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკის მთავრობამ "აგენტების კანონი" გაიწვია
ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკა სპრსკას (სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი
რესპუბლიკა სპრსკაში სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის გამომწვევი კანონპროექტი ითვალისწინებდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებას სპეციალურ რეესტრში და კონკრეტულ შემთხვევებში არ გამორიცხავდა მათი მუშაობის აკრძალვასაც
ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია.
არქივის შესახებ
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 1 ივნისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.