ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია
ბოსნია და ჰერცეგოვინას სერბთა რესპუბლიკის მთავრობამ „უცხოელი აგენტების შესახებ“ კანონპროექტი გაიწვია, - ამის შესახებ ინფორმაციას EURACTIV-ი ადგილობრივ ტელევიზიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
სერბთა რესპუბლიკის საზოგადოებრივი ტელევიზიის ცნობით, კანონპროექტი ბოსნიელ სერბთა ასამბლეის დღის წესრიგში იყო, მაგრამ გუშინ, ვიცე-პრემიერმა, მილოშ ბუკეილოვიჩმა დეპუტატებს აცნობა, რომ მთავრობამ კანონპროექტი საპარლამენტო პროცედურებიდან ამოიღო.
ბოსნიელი სერბების ვიცე-პრემიერს აღნიშნული გადაწყვეტილების მიზეზები არ დაუკონკრეტებია.
კანონპროექტი სერბთა რესპუბლიკის პრეზიდენტის, მილორად დოდიკის მიერ შემუშავებული პოლიტიკური ნაბიჯებიდან ერთ-ერთი იყო, რომელიც უკვე დიდი ხანია ბოსნია და ჰერცეგოვინადან გამოყოფას მხარს უჭერს.
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.