ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკის მთავრობამ „აგენტების კანონი“ გაიწვია

ბოსნია და ჰერცეგოვინის შემადგენლობაში მყოფი რესპუბლიკა სპრსკას(სერბეთის რესპუბლიკა) მთავრობამ პარლამენტიდან გაიწვია „უცხოეთის აგენტების“ კანონპროექტი. მთავრობის გადაწყვეტილება 28 მაისს გამოაცხადა იუსტიციის მინისტრმა, ვიცე-პრემიერმა მილოშ ბუკეილოვიჩმა. მას მიზეზი არ დაუსახელებია.
ბოსნია და ჰერცეგოვინა ევროკავშირის წევრობის კანდიდატია. ისევე, როგორც საქართველო, რომლის პარლამენტმა, ევროკავშირის არაერთი მოწოდების მიუხედავად, 28 მაისს ანალოგიური კანონი კიდევ ერთხელ მიიღო, ამჯერად, პრეზიდენტის ვეტოს დაძლევის შემდეგ.
რესპუბლიკა სპრსკაში სამოქალაქო საზოგადოების პროტესტის გამომწვევი კანონპროექტი ითვალისწინებდა უცხოეთიდან დაფინანსებული არასამთავრობო ორგანიზაციების დარეგისტრირებას სპეციალურ რეესტრში და კონკრეტულ შემთხვევებში არ გამორიცხავდა მათი მუშაობის აკრძალვასაც. ადგილობრივი მთავრობა „უცხოეთის გავლენის აგენტებად“ მიიჩნევდა იმ არასამთავრობო ორგანიზაციებს, რომლებსაც კავშირი აქვთ პოლიტიკური საქმიანობით დაკავებულ უცხურ ორგანიზაციებთან, გავლენას ახდენენ საზოგადოებრივ აზრზე და არღვევენ რესპუბლიკის კონსტიტუციას.
პარლამენტმა კანონპროექტი თავის დღის წესრიგში 22 მაისს შეიტანა, მიუხედავად 46 არასამთავრობო ორგანიზაციის მოწოდებისა, უარი ეთქვა კანონზე, რომელიც საფრთხის ქვეშ აყენებს ადამიანის უფლებების დამცველ და კორუფციასთან მებრძოლ ორგანიზაციებს.
ევროპულმა ორგანიზაციებმა ადგილობრივი ხელისუფლება არაერთხელ გააფრთხილეს, რომ კანონპროექტი ეწინააღმდეგებოდა საერთაშორისო ვალდებულებებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.radiotavisupleba.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 29 მაისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.