არქივი21 მარტი 2024, 09:12
ბორჯომის მუნიციპალიტეტში სატვირთო ავტომობილი მტკვარში გადავარდა - დაიღუპა ერთი ადამიანი
ბორჯომის მუნიციპალიტეტში ავტოსაგზაო შემთხვევას ერთი ადამიანი ემსხვერპლა. გავრცელებული ინფორმაციით, დაღუპული ავტომობილის მძღოლია, რომელიც მდინარე მტკვარში გადავარდა.
როგორც „ინტერპრესნიუსს“ შსს-ში განუცხადეს, მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 276-ე მუხლის მე-6 ნაწილით მიმდინარეობს, რაც ტრანსპორტის მოძრაობის უსაფრთხოების ან ექსპლუატაციის წესის დარღვევას გულისხმობს, რამაც ადამიანის სიცოცხლის მოსპობა გამოიწვია.
არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗
ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 21 მარტი 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.