ახალი ხედვა. სრული სურათი.AI ინტერნეტმედია პლატფორმა
პირველი AI
ინტერნეტმედია პლატფორმა
როგორი იქნებოდაშენი მთავრობა? მთავარზე დაბრუნება
მთავარიარქივისტატია

ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია - 2024 წლის 6 თვეში სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან ტურისტული ვიზიტების რაოდენობა +38.8%-ით გაიზარდა

საქართველოში იანვარი-ივნისის პერიოდში, სპარსეთის ყურის ქვეყნებიდან, მაღალმხარჯველი ტურისტული ბაზრებიდან 42,905 საერთაშორისო ვიზიტი შედგა, რაც 2023 წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით +38.8%-ით მეტია.
ამის შესახებ ინფორმაციას საქართველოს ტურიზმის ეროვნული ადმინისტრაცია ავრცელებს.
მათივე ცნობით, ვიზიტორთა განსაკუთრებული ზრდა ფიქსირდება საუდის არაბეთიდან +44.3%, ქუვეითიდან +45.8% და კატარიდან +29.7%.
ტურიზმის ადმინისტრაციის განმარტებით, საერთაშორისო მოგზაურებისა და საერთაშორისო ტურისტული ვიზიტების რაოდენობა გამოითვლება მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაციის რეკომენდაციით შემუშავებული მეთოდოლოგიის მიხედვით და მოიცავს უკვე განხორციელებულ და დასრულებულ ვიზიტებს.

არქივის შესახებპირველწყარო: www.interpressnews.ge ↗

ეს მასალა news.ge-ის ძველი საიტის არქივიდანაა და პირველად გამოქვეყნდა 16 ივლისი, 2024. ტექსტი შენახულია ცვლილებების გარეშე და შესაძლოა აღარ ასახავდეს დღევანდელ ვითარებას.