ბოლო 20 დღეში, ტავრიის ფრონტზე უკრაინას 60-ზე მეტი რუსი ოკუპანტი ჩაბარდა

ბოლო 20 დღის განმავლობაში უკრაინელ ჯარისკაცებს ტავრიის ფრონტზე 60-ზე მეტი რუსი სამხედრო ჩაბარდა, – ამის შესახებ ინფორმაციას ტავრიის ოპერატიულ-სტრატეგიული ჯგუფის ლიდერი, ოლექსანდრ ტარნავსკი ავრცელებს Telegram-ზე.
მისივე ცნობით, ბოლო 24 საათში უკრაინელებს 4 რუსი ოკუპანტი ჩაბარდა.
“ბოლო დღე-ღამის განმავლობაში, დამატებით ოთხი ოკუპანტი ჩაგვბარდა. ბოლო 20 დღის განმავლობაში, ტავრიის ფრონტზე 60-ზე მეტმა რუსმა ოკუპანტმა გააკეთა იგივე, მათ სიცოცხლე შეუნარჩუნდებათ”, – წერს ტარნავსკი Telegram-ზე.
ტარნავსკის ინფორმაციით, ბოლო დღე-ღამეში რუსებმა თითქმის 500 ჯარისკაცი დაკარგეს. ამასთან ერთად, უკრაინელებმა 7 ტანკისა და 13 ჯავშანტრანსპორტიორის განადგურება შეძლეს.