პარტიის რეიტინგთან დაკავშირებით, ბოლო კვლევებმა საკმაოდ ცუდი შედეგები აჩვენა, სირაქლემას პოზიციას ვერ დავიკავებდი…თანამდებობა არ ღირს იმად, რომ პარტიაში იყოს მეტი დაყოფა, ამიტომ ვთქვი, რომ უნდა გადადგეს – მუმლაძე ხაბეიშვილზე

“ერთიანი ნაციონალური მოძრაობის” საორგანიზაციო მდივანი, მიიჩნევს, რომ ენმ-ის თავმჯდომარის, ს განცხადებები არ არის მიმართული კონსოლიდაციისკენ და სწორედ ამიტომ მოითხოვა ხაბეიშვილის გადადგომა.
როგორც მუმლაძემ “ღამის კურიერის” ეთერში აღნიშნა, “არანაირი პოლიტიკური თანამდებობა არ ღირს იმად, რომ პარტიაში იყოს მეტი დაყოფა და მეტი დაპირისპირება”.
“როდესაც ცვლილებები მოხდა და არავის დაუყენებია ეჭვქვეშ ჩატარებული არჩევნების ლეგიტიმაცია, და შემდეგ, როცა უკვე მე, როგორც თანამდებობის პირმა, პარტიის შიდა რგოლის წარმომადგენელმა უნდა გავიზიარო ის პასუხისმგებლობა, რომ ვერ დადგა სათანადო შედეგი, ანუ ვერ მოხდა უფრო ეფექტური ბრძოლა ს თავისუფლების ნაწილში და ამას დაემატა ისიც, რომ ბოლო კვლევებმა საკმაოდ ცუდი შედეგები აჩვენა ჩვენი პარტიის რეიტინგთან დაკავშირებით, მე სირაქლემას პოზიციას ვერ დავიკავებდი. სინდისი მაქვს, გამოვედი და ვთქვი, რომ ეს კრიზისი უნდა დაიძლიოს. პარტიაში არსებული დაპირისპირება დაიწყო სწრაფი და დაჩქარებული გადაწყვეტილებებით, როდესაც კონკრეტულ, ძველ პოლიტსაბჭოს შეუწყდა მცირე ყრილობით უფლებამოსილება. ამის შემდეგ ღვივდება ეს დაპირისპირება, ვერ მოშუშდა, რადგან არ გადადგმულა კონკრეტული ნაბიჯები, ესეც უნდა ვაღიაროთ. ამის შემდეგ გამოსავლად დავინახე, რომ ლევან ხაბეიშვილის რიტორიკა, სამწუხაროდ, არ არის მიმართული კონსოლიდაციისკენ, განსაკუთრებით, ბოლო პერიოდში. ასეთ დროს ჩვენ გვმართებს მეტი პასუხისმგებლობა და არანაირი პოლიტიკური თანამდებობა არ ღირს იმად, რომ პარტიაში იყოს მეტი დაყოფა და მეტი დაპირისპირება. ამიტომ ვთქვი, რომ უნდა გადადგეს,”- აცხადებს გიორგი მუმლაძე.

ასევე დაგაინტერესებთ