ბოლნისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ზამურ ჭითანავა, ბოლნისისა და ქვემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა

ბოლნისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან” ზამურ ჭითანავა, ბოლნისისა და ქვემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა
წინასაარჩევნო კამპანიის ფარგლებში, „ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, სოფელ ბოლნისისა და ქვემო ბოლნისის მოსახლეობას შეხვდა.
ჭითანავას განცხადებით, სურს იყოს მერი, რომელიც ყოველთვის ხალხის გვერდით იდგება, ვინაიდან სწორედ მათ იციან მუნიციპალიტეტში არსებული საჭიროებების შესახებ.
„მოსახლეობას არ ვხვდები მხოლოდ სიტყვებისთვის და არც იმიტომ, რომ არჩევნებია. მათთან მივდივარ იმისთვის, რომ პირადად მოვისმინო, რა აწუხებთ, რა სჭირდებათ და რა მოლოდინები აქვთ.
ყველაზე კარგად სწორედ თქვენ იცით, რა არის საჭირო სოფლებში. მე და ჩემი გუნდი მზად ვართ, თქვენთან ერთად ვიმუშაოთ, რათა არსებული გამოწვევები დავძლიოთ,” – განუცხადა ადგილობრივებს ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატმა.
ზამურ ჭითანავამ ხაზი გაუსვა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით ბოლნისში უკვე განხორციელებულ არაერთ მნიშვნელოვან პროექტს, თუმცა, აღნიშნა, რომ კვლავ არსებობს პრობლემები, რომელთა გადაჭრაც ერთობლივი ძალისხმევით არის შესაძლებელი.

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჰესებსაც ავაშენებთ, კრიპტომაინინგიც აღმოიფხვრება, სახელმწიფო დღეს არის საკმარისად ძლიერი იმისათვის, რომ დაუპირისპირდეს კორუფციას, საბოტაჟს, სახელმწიფოს დღეს აქვს საკმარისი რესურსი და ძალა იმისათვის, რომ ბოლომდე, პრინციპულად დადგეს ასეთ საკითხებში

დავით ქართველიშვილი: ერთი შეხედვით, აშშ და ისრაელი კვლავაც ერთიან პოზიციაზე რჩებიან მთელ რიგ საკითხებში, თუმცა მოკავშირეობრივი რიტორიკის მიღმა სულ უფრო აშკარად იკვეთება დონალდ ტრამპისა და ბენიამინ ნეთანიაჰუს პოლიტიკური კალენდრების შეჯახება