ბოლნისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ზამურ ჭითანავა, ნახიდურში, ხიდიდყურსა და მუხრანაში მოსახლეობას შეხვდა

ბოლნისის მერობის კანდიდატი “ქართული ოცნებიდან”, ზამურ ჭითანავა, ნახიდურში, ხიდიდყურსა და მუხრანაში მოსახლეობას შეხვდა
საარჩევნო კამპანიის ფარგლებში, პარტია „ქართული ოცნების“ ბოლნისის მუნიციპალიტეტის მერობის კანდიდატი, ზამურ ჭითანავა, აგრძელებს აქტიურ კომუნიკაციას ამომრჩეველთან.
მერობის კანდიდატი ამჯერად სოფლებს: ნახიდურს, ხიდიდყურსა და მუხრანას სტუმრობდა, სადაც მოსახლეობასთან შეხვედრები ინტერაქციულ ფორმატში წარიმართა.
შეხვედრებზე, ადგილობრივებს წარედგინათ კანდიდატის სამომავლო გეგმები, ასევე განხილულ იქნა სოფლებში არსებული საჭიროებები, მოქალაქეების ხედვები და ინიციატივები.
„ბოლო წლების განმავლობაში, ჩვენს მუნიციპალიტეტში არაერთი მნიშვნელოვანი პროექტი განხორციელდა „ქართული ოცნების“ მხარდაჭერით. მიუხედავად მიღწეული წარმატებებისა, კარგად გვესმის, რომ ჯერ კიდევ ბევრი გამოწვევაა. ვგეგმავთ, მოსახლეობის აქტიური ჩართულობით, ერთობლივად გადავჭრათ ყველა საკითხი და განვაგრძოთ მუნიციპალიტეტის განვითარება,“ — განაცხადა ზამურ ჭითანავამ.
„ქართული ოცნების“ მერობის კანდიდატის თქმით, 4 ოქტომბერს მოსახლეობის მხარდაჭერას ელის და მზად არის მუნიციპალიტეტის განვითარებისთვის მუშაობის გასაგრძელებლად.
Previous: „დაკისრებული თანხის მყისიერად გადახდა ადასტურებს, რომ მათ თავიდანვე იცოდნენ, რომ სახელმწიფო მართალი იყო და მათთვის ხელი არ შეუშლია“ – იუსტიციის მინისტრის მოადგილე

ასევე დაგაინტერესებთ

ირაკლი კობახიძე – ჩვენთვის ფასი აქვს მხოლოდ ისეთ შეფასებებს, რომლებიც ობიექტურ სინამდვილეს ეფუძნება, ევროკავშირის ანგარიში ეფუძნება კონკრეტულ პოლიტიკურ ინტერესებს – რომ უცხოურ აგენტურას, მიუხედავად მცირე რიცხოვნობისა, უნდა შეეცვალა ხელისუფლება, ამას ვერ მიაღწიეს, რადგან მივიღეთ კანონები, რომლებიც ამას უპირისპირდებოდა

ირაკლი კობახიძე ოკუპირებულ აფხაზეთში საწვავის შეტანაზე – თუ შეგვიძლია, მათ შორის აფხაზეთში მცხოვრებ მოსახლეობას შევუმსუბუქოთ მდგომარეობა, ამასაც გავაკეთებთ, ოღონდ – “ოკუპაციის შესახებ კანონის” ჩარჩოებში